ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლუბმა სპორტული დირექტორის პოსტზე პაოლო მალდინი უნდა დანიშნოს.
“სკუდეტოს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ დე ლაურენტისმა 80 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა, თუმცა ის ახლა ოსიმენის გაყიდვაზე ზრუნავს. დიახ, მართალია, ვიქტორმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა, რაც ევროპულ გრანდებს სიტუაციას გაუმარტივებს.
საჭიროა პაოლო მალდინი. მას რეკომენდაციას ვუწევ, ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ასევე გვჭირდება მწვრთნელი, რომელსაც ძლიერი ხასიათი ექნება”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ამჟამად
“ნაპოლის” სპორტული დირექტორის პოსტს მაურო მელუსო იკავებს.