“ნაპოლიში” დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა” – კასანომ “პარტენოპეის” ფეხბურთელზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში “ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ ისაუბრა.
იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, განაპირა მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეი” აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.
“დი ლორენცომ “ნაპოლიში” დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ საშინელი წელი ჰქონდა. ჯოვანის ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. ვიმეორებ, მან დიდი შეცომა დაუშვა”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, დი ლორენცოს “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.