ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისა” და “ბრაგას” მატჩი (2:0) შეაფასა.
კაპელოს თქმით, “ნაპოლის” დაცვის ხაზში პრობლემები აქვს და “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ამის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს.
“ნაპოლის” ცუდად არ უთამაშია, თუმცა გარკვეულ ასპექტებზე ბევრი უნდა იმუშაონ. მწვრთნელმა დაცვის ხაზის თამაში უნდა გააუმჯობესოს.
კიმ მინ ჯეს წასვლა გუნდზე ცუდად აისახა, მისი სათანადო შემცვლელი ჯერჯერობით “პარტენოპეიმ” ვერ იპოვა”, – განაცხადა კაპელომ.
