“ნაპოლის” შეთავაზებულზე ბევრად მეტი ანაზღაურება – ცნობილია თანხა, რასაც პსჟ კვარაცხელიას ფრანგულ გუნდში გადასვლის შემთხვევაში გადაუხდის

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ კონტრაქტის დეტალებზე წერს, რომელსაც პსჟ ს სთავაზობს.
ფრანგული გუნდი მზადაა, ჩვენებურს 2029 წლამდე გაუფორმოს კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანაც ამას ბონუსებიც დაემატება.
ინფორმაციისთვის, ქართველის ამჟამინდელი ხელფასი “პარტენოპეიში” 1,5 მილიონი ევროა. “ნაპოლი” ხვიჩას კონტრაქტის ასევე 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. მისი გასამრჯელო 4 მილიონი ევრო გახდება და ამას 1 მილიონი ბონუსებით დაემატება.