“ნაპოლის” ფეხბურთელი “ევერტონმა” ინათხოვრა

24 წლის დანიელი ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი “ნაპოლიდან” იჯარით “ევერტონში” გადავიდა, – იტყობინება ლივერპულური კლუბი.
გაისად “ევერტონს” ლინდსტრიომის გამოსყიდვა შეეძლება. ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ევერტონს” იესპერის იჯარა 2.5 მილიონი ევრო, გამოსყიდვა კი 22.5 მილიონი დაუჯდება. მასთან კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმებას აპირებენ.
ლინდსტრიომმა გასულ სეზონში სერია A-ს 22 მატჩში თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში