“ნაპოლის” ფანებს ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ახალი გვარის წარმოთქმაზე მორიგი თავსატეხი გაუჩნდათ. “პარტენოპეის” გულშემატკივრებს CalcioNapoli 24-ის ჟურნალისტმა სთხოვა სკოტ მაკტომინეის გვარი წარმოეთქვათ, რამაც არც თუ ისე კარგი შედეგი მოიტანა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი “ნაპოლიში” ამ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მიმდინარე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი 1 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ინფორმაციისთვის, მაკტომინეიმ შედეგიანი დარტყმა იტალიის თასზეც განახორციელა.