“ნაპოლის” უფასოდ შევთავაზე ფეხბურთელი, რომელიც დღეს მადრიდის “რეალში” თამაშობს” – იტალიელი სპორტული მენეჯერი

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ Punto Nuovo Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ნაპოლის” “რეალის” მცველის, ფერლან მენდის შეძენა თავის დროზე სრულიად უფასოდ შესთავაზა.

“თავის დროზე კრისტიანო ჯუნტოლის უამრავ ფეხბურთელს ვთავაზობდით. მაგალითად, ფერლან მენდი. ფრანგი დღეს “რეალში” თამაშობს, ჩვენ კი “ნაპოლის” მისი შეძენა უფასოდ შევთავაზეთ. ასეთი მაგალითი კიდევ ბევრია, თუმცა ჩამოთვლას არ დავიწყებ”, – განაცხადა კანელამ.

შეგახსენებთ, “რეალმა” მენდი “ლიონიდან” 2019 წელს, 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში