“ნაპოლის” “ტორინოდან” მეკარის დამატება სურს

“ნაპოლი” “ტორინოს” მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” ალექს მერეტს ხელშეკრულებას 2+1 სისტემით გაუხანგრძლივებს, თუმცა “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მეკარეებს შორის კონკურენციის შექმნა სურს.
მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა “ტორინოს” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა, 4-ჯერ კი პენალტი მოიგერია, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში