“ნაპოლის” სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს

“კრასნოდარის” 24 წლის ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ რამდენიმე ევროპულ კლუბს და მათ შორის “ნაპოლის” შესთავაზა, – იტყობინება Metaratings-ი.
გამოცემის მტკიცებით, “ნაპოლი” სპერციანის შესაძენად მზად იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ.
ამჟამად სპერციანის თაობაზე “კრასნოდარს” არცერთი შეთავაზება არ აქვს და როგორც მინიმუმ ზამთრამდე გუნდში დარჩება.
ის “კრასნოდარისა” და სომხეთის ნაკრების კაპიტანია, გასულ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში