“ნაპოლის” ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება

“ნაპოლი” “ბრაიტონის” 23 წლის ნახევარმცველს ბილი გილმურს დაიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sportitalia-ს ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” “თოლიებს” შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაუხდის. გილმურმა პროფესიონალური კარიერა “ჩელსიში” დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას 2017/2022 წლებში იცავდა.
იმისთვის, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, “ნაპოლი” ორმა ნახევარმცველმა იენს კაიუსტემ და ჯანლუკა გაეტანომ უნდა დატოვონ. ეს უკანასკნელი “კალიარიში” გადასვლასთან ახლოსაა, კაიუსტესთვის კი ნეაპოლური კლუბი ვარიანტებს ეძებს.
პედულას ცნობით, “პარტენოპეის” კაიუსტეს იჯარით გაშვება არ სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში