“ნაპოლის” ნახევარმცველის პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

“ნაპოლის” ნახევარმცველის იენს კაიუსტეს პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბრენტფორდი” და “ნაპოლი” პირობებზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელმა კი ინგლისს მიაშურა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა და “ფუტკრებთან” კონტრაქტი გაეფორმებინა.
რომანოს ინფორმაციით, “პარტენოპეიმ” პირობების გადახედვა მოითხოვა, რის გამოც შვედი ნახევარმცველი შესაძლოა, მალე ნეაპოლში დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, კაიუსტე “ნაპოლის” გასულ წელს, “რენიდან” შეუერთდა.