“ნაპოლის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიის ნაკრების გარემარბი იქნება

“ნაპოლი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ასტონ ვილას” გარემარბის ნიკოლო ძანიოლოს დამატებას ეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “პარტენოპეის” ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაა, რომელსაც 24 წლის შემტევის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.
ძანიოლო ამჟამად “რომას” საკუთრებაა და ბირმინგემელთა ღირსებას იჯარის წესით იცავს.
ცნობილია, რომ თავად ნიკოლოს სერია A-ში დაბრუნება სურს და “ნაპოლიში” გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
შეგახსენებთ, ძანიოლომ მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილას” მაისურით 22 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში