სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. კვირას, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მიიღებს.
11 ტურის შემდეგ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად დაიძაბა. მათ რიგებშია “ფიორენტინაც”, რომელმაც სტაბილურობას მიაღწია.
მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რათა ამ შეხვედრას უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. ნეაპოლელთა რიგებში
მთავრი სირთულე კვლავ სტანისლავ ლობოტკას უკავშირდება.
ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდება, რომლითაც ამ სეზონსაც იწყებდა და 3 მცველით ითამაშებს. ამ შემთხვევაში კაპიტანი დი ლორენცო კვლავ ცენტრში გადაინაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი მაცოკი ან პოლიტანო ჩაიბარებს. გამოვა, რომ სანაკრებო შეხვედრების წინ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ფორვარდი იქნება, სადაც მას ვილი სანიოლი იყენებს.
რაც “კვარა” ნეაპოლშია, ისინი “ინტერს” ხუთჯერ შეხვდნენ, ქართველს კი მათთან საგოლე მოქმედება არ აქვს, ასეთი კი ცოტა გუნდი დარჩა. ჯერ იყო საჩემპიონო ინტრიგის დაძაბვა მილანელთა მხრიდან და შემდეგ “ნაპოლის” რევანში. მაშინ ლუჩანო სპალეტია გუნდის კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო, რომელიც ახლა საპირისპიროდ შეუტევს(ზელინკი ნეპოლელებს დაუპირისპირდება). გასულ სეზონში ინძაგის გუნდმა ჯერ “მარადონაზე” დამაჯერებლად (3:0) მოიგო,
შემდეგ კი სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, “ჯუზეპე მეაცაზე” გუნდებმა ქულები გაიყვეს(1:1).
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაურიციო მარიანმა სექტემბერში მილანური დერბი განსაჯა. ის ერთ დროს გიბრალტარი-საქართველოზე მეოთხე მსაჯი იყო. ყოფილა იმ შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიას გაუტანია (ატალანტასთან), “ტორინოსთან” კი მოედანზე შესვლიდან მალევე მაცოკი გააძევა…
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩვენი მთავარი
ინტერესი დასკვნითი შეხვედრის მიმართაა. “სენტ ეტიენი” გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილის მეშვეობით თუ ეცდება. თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმაში შევიდა და მისი როლი იზრდება.
“მწვანეებმა” ბოლოს 2019 წელს მოიგეს, ამის შემდეგ კი ხუთჯერ შეხვდნენ და “ლიონი” ერთხელაც არ დამარცხებულა.
შეხვედრას 32 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი არბიტრი, ვილი დელაჯოდი განსჯის.
ქართველ ლეგიონერებს წარმატებულ მატჩებს ვუსურვებთ და ნაკრებში ველით!..