“ნაპოლის” დოვბიკის 40 მილიონად შეძენა შეუძლია

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ “ჟირონას” 26 წლის უკრაინელი თავდამსხმელის არტიომ დოვბიკის გამოსასყიდი ფასი 40 მილიონი ევროა.
თავად დოვბიკი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არაა. მისი სამსახურით “მილანი”, “იუვენტუსი” და “ნაპოლი” არიან დაინტერესებული. განსაკუთრებით ნეაპოლური კლუბი აქტიურობს, რომელიც ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად განიხილავს.
ის “ჟირონამ” 2023 წლის აგვისტოში “დნიპრო 1”-სგან 7.75 მილიონად შეიძინა, ამ სეზონში კი ლა ლიგის 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა (5 პენალტით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.