ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
“მილანის” ყოფილი თავკაცის თქმით, ის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას დიდი გულშემატკივარია.
“სპალეტის “ნაპოლი” შესანიშნავი გუნდი იყო. ზოგადად, ფეხბურთში იშვიათია, როდესაც ლამაზი თამაშით შედეგს აღწევ. ლუჩანომ დაგვანახა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.
დღეს ყველა შედეგზე თამაშობს, რის გამოც ინდივიდუალიზმმა უკანა პლანზე გადაიწია, საუბარი თითქმის ყველა იტალიურ გუნდზე მაქვს.
კვარაცხელიას და ლობოტკას სიძლიერით გაოცებული ვარ. მახსოვს, როცა “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” (5:1) დაამარცხა, “კვარას” გოლის შემდეგ იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემი ცოლი შევაშინე”, – გაიხსენა საკიმ.
შეგახსენებთ, სპალეტი “ნაპოლის” 2021/2023 წლებში წვრთნიდა და “პარტენოპეის” სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.