“ნაპოლისა” და “კომოს” პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლისა“ და „კომოს“ მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მასპინძლები 30-ე წამზე ლუკაკუს პასით მაკტომინეიმ დააწინაურა. ნეაპოლური გუნდი ინიციატივას ფლობდა, შეტევები გააგრძელა, კვარაცხელიას დოსენამ ხელი სახეში ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარე აუდერომ მოიგერია. აქედან მოყოლებული სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, კუტრონეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, სტრეფეცამ კი ანგარიში გაათანაბრა.
ნაპოლი – კომო
გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43)