“ნაპოლისა” და “ბარსელონას” მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
“ბლაუგრანას” ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ფორვარდი ლამინ იამალი, რომელიც 16 წლისა და 223 დღის გახლდათ.
ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიიღო მონაწილეობა.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა “მონჟუიკზე” 13 მარტს შედგება.