უკეთესი შეთავაზების მოლოდინში “შახტარმა” სუდაკოვის 40 მილიონ ევროდ გაყიდვა არ მოისურვა. თავის მხრივ ნეაპოლური კლუბი სიტუაციას აკვირდება და შეიძლება შეთავაზება გაზარდოს.
მიმდინარე სეზონში სუდაკოვმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონია.
