“ნაპოლიმ” “ასტონ ვილადან” 6-თვიანი იჯარით ცენტრალური მცველი ლეანდერ დენდონკერი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” ბელგიელის გამოსყიდვა 9 მილიონ ევროდ შეეძლება.
მიმდინარე სეზონში დენდონკერს “ასტონ ვილას” რიგებში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია, ლეანდერმა “ვილანების” რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.
დენდონკერმა პროფესიონალური კარიერა “ანდერლეხტში” დაიწყო, 2018 წელს კი 13.8 მილიონ ევროდ “ვულვზში” გადაბარგდა, სადაც ჯამში 105 მატჩი ჩაატარა. 2022 წელს.კი “ბირმინგემელებს” 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
28 წლის ფეხბურთელს ბელგიის ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული.