როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, “ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა ლეო ოსტიგორმა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო “პარტენოპეის” ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.
ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, ნეაპოლელთა თავკაცმა ვალტერ მაცარიმ ნორვეგიელ ფეხბურთელს პირადად სთხოვა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩეს და დაჰპირდა, რომ მისი სათამაშო დრო გაიზრდება.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სულ მალე არგენტინელი ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
ოსტიგორი “პარტენოპეის” 2022 წელს, “ბრაიტონიდან” 6.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.