“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელი შეარჩია და მოლაპარაკებები დაიწყო

“გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება, რომ “ნაპოლიმ” “ლილის” თავდამსხმელის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
ვიქტორ ოსიმენი მალე “ნაპოლის” დატოვებს და მის შემცვლელად პრიორიტეტული კანდიდატი 24 წლის დევიდია.
გამოცემის მტკიცებით, კანადელი “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმაა, რამეთუ სურს სხვა ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და თანაც ნეაპოლური კლუბის პროექტს საინტერესოდ მიიჩნევს. აღნიშნულია, რომ გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტები “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევიდი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმებაზე და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევროს მიღებაზე თანახმაა.
ის “გენტში” გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობდა.