“ნაპოლიმ” მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა” – ანტონიო კასანო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
“რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “პარტენოპეი” ვიქტორ ოსიმენს ცუდად მოექცა და ფიქრობს, რომ ნიგერიელი რომელუ ლუკაკუზე უკეთესი ფეხბურთელია.
“ჩემპიონობა, რომელიც მან “ნაპოლის” მოუტანა, მსგავს კონტრაქტს ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა კლუბმა ის მოიშორა და “გალათასარაიში” გაუშვა, ვინ დარჩა წაგებული ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, “პარტენოპეი”. ოსიმენი ბევრად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ლუკაკუ. გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე გუნდის მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ეკუთვნის და მას ბელგიელთან მუშაობა სურდა”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, ოსიმენი “გალათასარაის” ღირსებას ერთი სეზონის განმავლობაში, იჯარის
წესით დაიცავს, თურქულ კლუბს ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ