“ნაპოლიმ” მნიშვნელოვანი ტრანსფერები შეათანხმა – “პარტენოპეი” ძლიერდება და კონტეს მიზანი ჩემპიონობა იქნება

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი გუნდის მშენებლობა დაიწყო და პირველ ტრანსფერებსაც ჩარხავს.
როგორც იცით, მან გუნდის სპორტულ დირექტორსა და პრეზიდენტს დაავალა, რომ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და არაფრის დიდებით არ გაყიდონ, პარარელურად კი ახალ ფეხბურთელებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.
გადაწყვეტილია, რომ “პარტენოპეის” მაისურს მოირგებს “რეალის” საკუთრებაში მყოფი 22 წლის მცველი რაფა მარინი, რომელმაც გასული სეზონი “ალავესში” გაატარა.
მას უახლოეს დღეებში ელოდებიან იტალიაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სავარაუდოდ, “ნაპოლიში” გააგრძელებს კარიერას 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლაც,
რომელსაც “რომასთან” კონტრაქტი ამოეწურა და გუშინ “ჯალოროსი” ოფიციალურად დატოვა.
ის ანტონიო კონტეს მოთხოვნილი ფეხბურთელების სიაშია, “პარტენოპეის” წარმომადგენლები მის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და წესით, შეთანხმება მალე უნდა შედგეს.
“ნაპოლი” ასევე ფავორიტია საბა საზონოვის თანაგუნდელის, გასული სეზონის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ალესანდრო ბონჯორნოს დამატებასთანაც.
კვარაცხელიას გუნდმა “ტორინოს” 35 მილიონი ევრო შესთავაზა, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და “სკუადრა აძურას” უკანახაზელის “მარადონაზე” ხილვის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ინფორმაციისთვის, კონტეს სიაში ერთ-ერთი ფავორიტი რომელუ ლუკაკუა, რომლის ბელგიის ნაკრებიც გუშინ გავარდა ევროპის ჩემპიონატიდან და ახლა მოლაპარაკებები “ჩელსისთან” მის ტრანსფერზეც დაიწყება.
შეხსენებისთვის, “პარტენოპეი” ექვსმა ფეხბურთელმა ოფიციალურად დატოვა და მომავალ სეზონში ანტონიო კონტეს განკარგულებაში პიოტრ ზელინსკი, ჰამედ ტრაორე, დიეგო დემე, ლეანდერ დენდოკერი და მეკარებიი პიერლუიჯი გოლინი და ჰუბერტ იდასიაკი არ იქნებიან.