“ნაპოლიმ” კვარაცხელია უნდა გაყიდოს” – “პარტენოპეის” ყოფილი მწვრთნელი

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა აგოსტინელიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეიმ” ქართველი გარემარბი აუცილებლად უნდა გაასხვისოს.
“კვარაცხელიას უკვე შეუძლია, რომ “ნაპოლი” დატოვოს, სამწუხაროდ, “პარტენოპეი” შარშანდელ შედეგს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გაიმეორებს, დე ლაურენტისს სჭირდება, რომ მისი გაყიდვით რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს”, – განაცხადა აგოსტინელიმ.
ცნობისთვის, ანდრეა “ნაპოლის” 2003 წელს წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შუა სეზონში გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში