“ნაპოლიმ” კვარაცხელიას მემკვიდრის დამატება ძლივს მოასწრო

ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი, “მილანის” 24 წლის შემტევი ნოა ოკაფორი იჯარით აიყვანა.
შვეიცარიელის ხუთთვიანი იჯარა ნეაპოლურ კლუბს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 23.5 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ.
ოკაფორი “ბაზელის” აღზრდილია, 2023 წელს “ზალცბურგში” გადავიდა, 2023 წელს კი მილანში. მან მიმდინარე სეზონში სერია A-ს 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ნოას სამსახურით “ტოტენჰემი” იყო დაინტერესებული, თავად “ლაიფციგში” გადასვლა არჩია, კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ 14 იანვარს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. Sky
Sport-ის ჟურნალისტის ფილიპ ჰინცეს ცნობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ მას პრობლემა ჰქონდა.
ოკაფორს შვეიცარიის ნაკრებში 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში