“ნაპოლიმ” “ინტერთან” ფრეს მიაღწია

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ანგისა და ნერესი ვერ დაეხმარენ, საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ ქულები გაიყო – 1:1.
პირველ ტაიმში სტუმრები საჯარიმოდან გატანილი ლამაზი გოლით დიმარკომ დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ და სადებიუტო გოლით ანგარიში ბილინგმა გაათანაბრა.
ნეაპოლურმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო..
58 ქულით ლიდერი „ინტერია“, 57 ქულით მეორე ადგილზე „ნაპოლია“, 55 ქულით მესამე პოზიციაზე კი „ატალანტაა“.
„ნაპოლი“ 9 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ მომდევნო მატჩს 5 მარტს ჩაატარებს –
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში როტერდამში „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.
ნაპოლი – ინტერი 1:1
გოლები: 0:1 დიმარკო (22), 1:1 ბილინგი (87)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში