“ნაპოლიმ” ამ ორი ვეტერანიდან ერთ-ერთი უნდა დაიმატოს” – ფედელეს რჩევა “პარტენოპეის”

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “პარტენოპეიმ” სერხიო რამოსი ან ტიაგო სილვა უნდა დაიმატოს.
“იქნება თუ არა ლეონარდო სპინაცოლა კარგი შენაძენი? თუ ჯანმრთელადაა, ყველაზე კარგ შემთხვევაში სეზონში მხოლოდ 10 მატჩს ატარებს, თან ძირითადად ფლანგიდან მოქმედებს, “ნაპოლის” კი დაცვის ხაზის ლიდერი სჭირდება. ტიაგო სილვასა და სერხიო რამოსზე ვგიჟდები! სწორედ ასეთი ფეხბურთელები ქმნიან განსხვავებას, დე ლაურენტისი მათ უნდა გაესაუბროს”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ “სევილია” თავისუფალი
აგენტის სტატუსით დატოვა, ტიაგო სილვა კი ასევე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “ჩელსის” დაემშვიდობა.