“ნაპოლიდან” დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა

Le Soir-ის ცნობით, ცნობილ ფრანგ სპეციალისტს რუდი გარსიას, რომელიც “ნაპოლიდან” 2023 წლის ნოემბერში დაითხოვეს, სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების ვარიანტი გამოუჩნდა.
60 წლის დამრიგებელი ბელგიის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატია, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელთა ფავორიტი ტიერი ანრია, მაგრამ დაბრკოლებას ის ქმნის, რომ ფრანგს სხვა და სხვა კომპანიებთან მედია და სარეკლამო ვალდებულებები აკავშირებს და პრობლემა სწორედ ესაა.
ბელგიის ნაკრების ახალ შესაძლო მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის, ჩავის და მარკ ვან ბომელის გვარებიც გაჟღერდა, მაგრამ ფავორიტებად სწორედ გარსია და
ანრი ითვლებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში