პსჟ-ს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ველოსიპედიდან გადმოვარდა, ლავიწის ძვალი მოიტეხა და 11 სექტემბერს ესპანეთში ოპერაცია გაუკეთეს, სამუშაოს დაუბრუნდა.
„ეკიპი“ წერს, რომ ესპანელი სპეციალისტი პარიზში შეცვლილი გარეგნობით, თმაგაკრეჭილი ჩავიდა, რამდენიმე ნეკნი დაზიანებული და მკლავი სპეციალურ ფიქსატორში აქვს. მისი თქმით, ეს მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვაა, მეტი არაფერი, თითქოს დაზიანებები არც მიეღოს და ახლა იქაა, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობს თავს – გუნდის მესაჭე იქნება და შეგირდებს უხელმძღვანელებს.
მას კითხვა დაუსვეს, მარჯვენა ფლანგზე კვარაცხელია უფრო სასარგებლოა თუ ბარკოლა, რაზეც უპასუხა: „მე ასევე მბაიეს დავამატებდი. ის თამაშის კარგი წარმმართველია. ისინი ყველანი მაღალი კლასისანი არიან. ჩემს ოცივე ფეხბურთელს ორივე ფრთაზე შეუძლია მოქმედება. დიდი არჩევანი მაქვს“.
იმის გათვალისწინებით, რომ დემბელე და დუე ტრავმირებულები არიან, ვარაუდობდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ლუის ენრიკე ბარკოლას დააყენებდა, თუმცა „პარიზიენის“ მტკიცებით, სასტარტოში 17 წლის მბაიე იქნება. ხვიჩა თავიდანვე დაიწყებს თამაშს და თავის გამოჩენის შანსი რამუშს მიეცემა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ იმაზე მეტია, ვიდრე „სუპერშემცველი“.
ერთი სიტყვით, დღეს „ლანსთან“ „პარი სენ ჟერმენის“ საკმაოდ გადახალისებულ შემადგენლობას ვიხილავთ: შევალიე, ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ბერალდო, ზაირ-ემერი, ნევეში, ფაბიანი, მბაიე, კვარაცხელია, რამუში.
პსჟ-სა და “ლანსის” ლიგა 1-ის მეოთხე ტურის მატჩი „პარკ დე პრენსზე“, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში – “უოტფორდი” მე-17 ადგილზე დაქვეითდა
დავითაშვილის გარეშე – “სენტ-ეტიენმა” მოიგო და ისევ ლიდერია
ქოჩორაშვილის 68 წუთი – “სპორტინგმა” გაიმარჯვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა
“მანჩესტერ სიტიმ” უზბეკი მცველი 50 მილიონად შეიძინა
“ის, რაც “კვარამ” ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა”, – მბაპეს მამა
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება – კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა – რატომ აიძულებენ წასვლას?
“რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ანჟესთან” მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
“გთხოვთ… “ოქროს ბურთი” მან უნდა მოიგოს” – დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე – რა ხდება პსჟ-ში?
[VIDEO] სეზონი გოლით გახსნა – მიქაუტაძემ “ლანსს” გაუტანა
“ლიონმა” გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
[VIDEO] მიქაუტაძემ ლიგა 1 გოლით გახსნა – “ლიონმა” სტუმრად “ლანსს” მოუგო
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა – სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ “არმოსაგებში” – ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..




