ამასობაში Zara 50 წლის გახდა და ამ მნიშვნელოვან ამბავს საკმაოდ დახვეწილად აღნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1975 წელს ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში დაარსების შემდეგ ბრენდი გლობალური ტრენდების ავტორად იქცა. ამ ამბავს კი ნახევარი საუკუნე შეუსრულდა, ამიტომაც ზარა ინოვაციებს, მარადიულ სტილსა და ვარსკვლავურ ძალას ზეიმობს.
სადღესასწაულო კამპანია 2025 წლის 9 მაისს დაიწყო, პირველი მაღაზიის გახსნიდან ზუსტად 50 წლის თავზე და მას 50 Years, 50 Icons ეწოდა. ხაზს მოდის სამყაროს ვარსკვლავები, მათ შორის ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კრისტი ტერლინგტონი, ლინდა ევანგელისტა და ტვიგი წარმოადგენენ. სულ 50 საკულტო მოდელია, რომელთაც სმოკინგის სტილში გამოწყობილს ვხედავთ. ხოლო სურათები ლეგენდარულ ფოტოგრაფ სტივენ მეიზელს ეკუთვნის.
კამპანიის ფარგლებში ზარა საიუბილეო ფილმსაც ქმნის, რითაც ბრენდის გრძელვადიან მისიასაც ასახავს, გადმოიტანოს მოდა ყოველდღიურობაში.
50 Years, 50 Icons-ს თან ახლავს შეზღუდული გამოშვების 128-ნაწილიანი კოლექცია, რომელიც თანამედროვე მინიმალიზმით იწონებს თავს. აქ შეგხვდებათ აბრეშუმის კაბები, კლასიკური მოსაცმელები და მრავალი სხვა. არჩევანი კი მონოქრომულ პალიტრაზე შეაჩერეს. მათ შორის გამორჩეულია მაისური ჯგუფური ფოტოთი, საიდანაც მიღებული შემოსავალი Women’s Earth Alliance-ში გადაირიცხება — ამგვარად, ზარას ერთგულებასაც ასახავს სოციალური საკითხების მიმართ…
ასეა თუ ისე, ფაქტია, ხუთი ათწლეულის შემდეგ ბრენდი მსოფლიოს შეახსენებს, თუ როგორ გარდაქმნის საუბრებს მოდის სამყაროში იმ მიმართულებით, რომელიც თავად სურს და თუ ამ პროცესს დავაკვირდებით, წინ მინიმუმ კიდევ ერთი 50 წელი აქვს…
წყარო: marketer.ge
