“ნაომარი რუსთაველი დილას საკუთარი სახლივით დაალაგეს, “გიჟები” რომ არიან, “გიჟები”! – ბექა კობახიძე

ბოლნაყლაპ და ცრემლიანს რომ მოგდევენ საინექციო ხსნარით ახალგაზრდები, მოდი მოდი ჩაგაწვეთოო. ვინც თვალში ვეღარ იყურება, ხელით რომ მიყავთ. სიარულისას შემთხვევით ვინმემ ფეხი თუ დაგაბიჯა ან მხარი გაგკრა, იმხელა ბოდიშს გიხდიან, რომ აქეთ უხერხულში გაგდებენ. მთელი ღამის ნაომარი რუსთაველი დილას რომ საკუთარი სახლივით დაალაგეს. და “გიჟები” რომ არიან, “გიჟები”!!! მე დარბევის პირველ ეტაპზე ვიდექი წინა ხაზზე, მერე გვარიანად ვყლაპე ბოლი და მომიწია უკან გადაწევა. იქ ხალხი იყო, მთელი ღამე წამით არ გადმოსულა უკან. ვიღაც საქართველოს დროშას იქნევდა რობოკოპების წინ პირველ რიგში, ის დროშა მთელი ღამე არ გაჩერებულა. რანაირად?! როგორ?!
ვერც ერთი ცრემლსადენი გაზი ვერ მატირებს ისე, როგორც ამის ნახვის სიხარული!

ასევე დაგაინტერესებთ