“ნანუკის შემდეგ უფრო ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მან სიყვარულის გამოხატვა გვასწავლა” – ტრაგიკულად გარდაცვლილ მუსიკოსს ომარ ბურდული იხსენებს

ნანუკი ყელბერაშვილი დღეს 26 წლის გახდებოდა. მუსიკოსი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას გარდაცვალების შემდეგ, უკვე ხუთი წელია, მის დაბადების დღეს, 15 ნოემბერს კონსერვატორიაში მისი სახელობის საქველმოქმედო კონცერტი ტარდება.
ქალთა გუნდის ხელმძღვანელი – ომარ ბურდული “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ წელს ნანუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტით, ოთხი წლის თაიას დაეხმარებიან, რომელიც თურქეთში მკურნალობს.
ომარ ბურდული: ნანუკი გავიცანი მაშინ, როდესაც ჩვენთან, ქალთა გუნდში მოვიდა. დაახლოებით ჩვიდმეტი წლის იყო. არასდროს დაუგვიანია რეპეტიციაზე, შენიშვნა არ მიუღია, იყო მონდომებული. გახლდათ სოპრანო, კონსერვატორიაში კი ტრუბის კლასში სწავლობდა.
სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, წინა დღეს, წინასაკონცერტო რეპეტიცია გვქონდა კონსერვატორიაში. მახსოვს, ახალი კარადა შემოვიტანე და გუნდის ახალ წევრს მტვრის გადაწმენდა ვთხოვე. გადაწმინდა, მაგრამ ისევ მტვრიანი მეჩვენა. მერე ნანუკის ვთხოვე, შენებურად დაალაგე-მეთქი. გააკრიალა. ლამაზად ჩაცმული იყო იმ დღეს. მეორე დღეს წავიდა კიდეც…
… ახალი გარდაცვლილი იყო (სანამ დაიკრძალებოდა) რომ დამესიზმრა; იქ მყოფებს ნაწყენი ხმით გვეუბნებოდა, რა არის ამდენი ტირილი, ნუღარ მგლოვობთო…
ნანუკის შემდეგ უფრო ვაფასებთ და მეტად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მან სიყვარული და მისი გამოხატვა გვასწავლა.
“როდესაც ძალიან მენატრება, მაშინ მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ მის სურნელსაც ვგრძნობ…” – დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი მუსიკოსი 26 წლის გახდებოდა
„მასზე დიდი ქართველი და გულშემატკივარი არ გვეგულებოდა. ხასო ხანგოშვილი ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია” – ამირან არაბული
“ქუთაისმა ჯერ ქეთი ბერძენიშვილი ვერ მოინელა, ახლა – ზვიადი… იყო მორიდებული, დიდი ადამიანი…“ – ზვიად სვანაძეს მაკა შალიკაშვილი იხსენებს

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?