ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გორიციძეს უჩივლა

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შეურაცხყოფის გამო, ყოფილ ფეხბურთელს, ბექა გოცირიძეს უჩივლა.
შეგახსენებთ,,გოცირიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელებში აგინა მას შემდეგ, რაც რუსთაველის პროტესტის მონაწილეები, მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ნანუკა ჟორჟოლიანმა ბექა გოცირიძე გააკრიტიკა.
,,ქალბატონ ლაშხს ჩემი უწყინარი სმაილი ეწყინა, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი სარჩელის, რაც შემდეგ მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა და 5 ათასი ლარით დამაჯარიმეს. ამით ვიხელმძღვანელე, მაინტერესებს, როგორ მუშაობს მაშინ, როცა მათი ტიტუშკა, პირიქით, ჩვენ გვაგინებს. ვერცერთი არხი, ტელევიზია, საჯარო სივრცე იმ სინქრონს, რაზედაც მე ვჩივი ახლა, ვერ გამოიყენებს. ის სიტყვები არ შეიძლება საჯარო სივრცეში ისმოდეს. მე მაინტერესებს რა ხდება მაშინ, როცა არა მარიამ ლაშხს, არა წულუკიანს, არა “ოცნების“ წევრებს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავენ ასე. ეს ერთგვარი ტესტია, აზრი არ აქვს ჩივილს? მაგას ვაჩვენებ, რომ ამ კანონებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღებენ,- განაცხადა ჟორჟოლიანმა

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას