ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს:
“როდის მიხვდებით, რომ მთავარია ერთობა და სიტყვა რევოლუციამ არ უნდა შეგვაშინოს! სანამ თქვენც არ დაგიჭერენ? დაელოდეთ, ეგეც მალე მოხდება.
თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს.ბადრი ჯაფარიძეს, ზურა გირჩს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილს და რა თქმა უნდა, თავისუფლება მიშას. გახარიას თუ დაიჭერენ, მიუხედავად მისი აუტანლობისა, რა თქმა უნდა, ისიც პოლიტიკური პატიმარი იქნება და აუცილებლად ვიტყვი, თავისუფლება გიორგი გახარიას. ვისაც ეს ასე არ ესმის, ღირსია ბიძინას საქართველოში იცხოვროს. უბრალოდ ჩვენ რა დავაშავეთ” – წერს ჟორჟოლიანი.