ნანუკა ჟორჟოლიანი საბოტაჟის საქმეზე დღეს პროკურატურაშია დაბარებული

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟორჟოლიანი წერს, ის პროკურატურაში 24 სექტემბერს, 16:30 საათზეა დაბარებული. ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას გეგმავს.
„პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე – 24 სექტემბერს, 16:30 [საათზე]. რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში [პროკურატურაში], სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, „ქოლცენტრები“, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.
ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და „კანონიერი ქურდის“, კალას დაცვით დადის. ხვალ მხიარული დღე მექნება”, – წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება