ნანუკა ჟორჟოლიანი: რა ახალი არჩევნები ხალხო, რამდენიმე დღეში კანონით აგვეკრძალება ამის მოთხოვნაც კი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მან ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” გეგმავს.

“დროა ოპოზიცია გაერთიანდეს! დაიწყოს პოლიტიკური პროცესები და რა ახალი ხალხო, ამათი გა***ა უნდა მოვითხოვოთ. იცოდეთ, რამდენიმე დღეში კანონით აგვეკრძალება ამის მოთხოვნაც კი,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” გეგმავს. კონკრეტულად, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.