ნანუკა ჟორჟოლიანი: თოფურიაზე, ბუდუზე, ქოჩორაზე გაბრაზებული იყო “ქოცი“, გამოვიდნენ კობახიძე, კალაძე და ბოლომდე შეიზილეს – რას ვშვრებით ჩვენ? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვახევთ ყველას

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თე­მურ ჭყო­ნი­ას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის ერთ-ერ­თია იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამ ვი­თა­რე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ბე­და­ვენ.

  • მისი თქმით, არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი, ერთი შეც­დო­მის გამო ადა­მი­ა­ნის მწვა­ვე კრი­ტი­კა რად­გან ამით ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ფრთა მხარ­დამ­ჭე­რებს და­კარ­გავს.

“თო­ფუ­რი­ა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო ქოცი. (ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის გამო) გა­მო­ვიდ­ნენ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, კა­ლა­ძე და ბო­ლომ­დე შე­ი­ზი­ლეს თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი.

გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ ბუ­დუ­ზე. ეგეც ბო­ლომ­დე შე­ი­ზი­ლეს.

ქო­ჩო­რა­ზეც, მაგ­რამ გა­სახ­დელ­ში შე­სუ­ლე­ბი პირ­ვე­ლი მას ესალ­მე­ბოდ­ნენ.

რას ვშვრე­ბით ჩვენ? პა­ტა­რა ფე­ხის გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­ხეს ვა­ხევთ ყვე­ლას.

ამ ქვე­ყა­ნა­ში სულ რამ­დე­ნი­მე ბე­დავს “ჩვენ­სკენ” იყოს და მა­თაც არ ვირ­გებთ.

კოკა-კოლა ვერ წყვეტს იმედ­ში ფული ჩა­ას­ხას თუ არა. ეს კომ­პა­ნია ჭყო­ნი­ას დუ­ქა­ნი არაა. მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ აძ­ლევს ყვე­ლა “ოპო“ არხს რომ ფეხ­ზე იდ­გნენ და ბო­ლომ­დე არ ჩაბ­ნელ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში.

რამ­დე­ნი ბე­დავს იგი­ვეს? 4 მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მახ­სენ­დე­ბა მხო­ლოდ. ჩვენ რას ვშვრე­ბით? პა­ტა­რა ფე­ხის გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­ხეს ვაც­ლით.

ეგრე გა­აგ­რძე­ლეთ, რამ­დე­ნი დარ­ჩე­ბით დაგ­თვლით.

მკი­დია მად­ლო­ბე­ბი. მთა­ვა­რია ეს კაცი საქ­მით რას აკე­თებს. ამ კომ­პა­ნი­ამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა და­ხურ­ვას. დღემ­დე აფი­ნან­სებს გა­და­ცე­მებს მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ეს არხს სჭირ­დე­ბა არ­სე­ბო­ბის­თვის და არა მას. რომ გა­ვი­დეს “ტვ პირ­ვე­ლი­დან“ და “ფორ­მუ­ლა­დან“, დღე­ვან­დე­ლი ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ორი­ვე და­ი­ხუ­რე­ბა.

ჩემ­თვის ესაა მთა­ვა­რი, და­ნარ­ჩე­ნი ქა­ო­სუ­რი ბრა­ზია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გვა­ზა­რა­ლებს,“ – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.