“ახლა საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას პროცესია.
ვინ არის თემურ ჯანაშია?!
მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი, მანამდე შევარდნაძის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდა. მის პროფესიონალიზმზე იმდენმა იცის, ზედმეტი იქნება ყველა სიტყვა.
თემურის შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა, მაგრამ დარჩენა და ბრძოლა არჩია. გაქცევა მაინც სუსტი ადამიანების გადაწყვეტილება მგონია. თემური სუსტებს შორის არასოდეს იწერებოდა.
რაზე ასამართლებენ ჯანაშიას?!
სააკაშვილისთვის შეძენილი ქაშმირის პიჯაქის ქვითრის გამო, ასევე უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, იუშენკოს აბანოში წაყვანის გამო, საქმეში ლეღვის მურაბის ქვითარიც კი დევს.
საქმეში დევს ქვითარი( რომელსაც არასწორ ხარჯად უთვლიან სააკაშვილს და ჯანაშიას) რომლითაც კაჩინსკის თაიგული იყიდეს.
ეს პროცესია ახლა სასამართლოში.
სამარცხვინო სასამართლო!”, წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.