ნანუკა ჟორჟოლიანი: ანწუხელიძეების საქართველოს გაუმარჯოს!

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
ერები იგონებენ ლეგენდებს ისეთ გმირებზე, როგორიც სინამდვილეში 23 წლის ჯიუტი თუში აღმოჩნდა. საქართველოს ისტორიის წერა რომ გააგრძელა, როგორც გაუტეხელმა, სიმტკიცის მაგალითმა, საკუთარი სამშობლოს დროშის დაბიჯებას, წამებით სიკვდილი რომ არჩია.
გიორგი ანწუხელიძე დღეს 41 წლის გახდებოდა.
მე, რიგითი ქართველი ქედს ვიხრი მისი გმირობის წინაშე.
ქედს ვიხრი მისი შვილების წინაშე.
ანწუხელიძეების საქართველოს გაუმარჯოს!