ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ვიკიპედიაზე მამამისზე ინფორმაცია წააშლევინა

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ვიკიპედიაზე მამამისზე ინფორმაცია წააშლევინა.
ფაქტის ამსახველ სქრინშოტს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გადაცემა “რეაქციაში“ მისი ინტერვიუს შემდეგ მიიღო.
წულუკიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემას უყურა ეტყობა და დღეს დილით, 07:25 ზე, ფაქტიურად დილაუთენია (სქრინი კომენტარებში) მიმართა ვიკიპედიიდან წაშალონ მამამისზე ცნობა, რომ 20 ადამიანზე სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გამოიტანა.

ანუ თეააააა, რა გიქენი თეააა, -წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…