ნანკა კალატოზიშვილი 8 მაისს 45 წლის გახდა. ის უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს თეატრის სცენასა თუ ეკრანებზე. შექმნა არაერთი დაუვიწყარი როლი, მოირგო ტელეწამყვანის ამპლუაც, ბოლო დროს კი განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და აქტივიზმით გამოირჩევა.
ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: “მიდიოდა მატარებელი”, “რევერსი”, “გრაფიტი”, “ტრილოგია”, “ოცნების ქალაქი”…
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კეიდიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.
ბოლო პერიოდში მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ტელეეკრანზე ხშირად ჩნდება სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. არაერთხელ გვინახავს ის სხვადასხვა დროს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, როგორც თავად ჰყვება, “ტროლების” აგრესიის ობიექტია, თუმცა, მისივე თქმით, ეს სულაც არ ანაღვლებს.
მსახიობი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტის გამოთქმის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მისი შვილი, დანი, დაიბადა. დანიელი ნანკა კალატოზიშვილს 2013 წელს კალათბურთელ ირაკლი კეიდიასგან შეეძინა. წყვილი ახლა დაშორებულია.
გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და მისი ვაჟი დანი კეიდია სტუმრობდნენ. დანი აღწერდა, თუ როგორ და რა სიტყვებით ამხნევებს დედას რთულ მომენტებში:
· “მივდივარ, ვეხუტები, ვკოცნი და მთელი ჩემი ძალით ვცდილობ, რომ დავაწყნარო. ველაპარაკები, რომ ხდება, ყველას ემართება”, – ამბობდა დანი.
“მართლა ძალიან მამხნევებს ხოლმე და სულ სხვა შეგრძნებაა. მახსოვს, ბავშვობაში, პატარა როდესაც იყო და სახლში ვბრუნდებოდი, მზესავით განათებული სახით რომ მორბოდა. დღემდე ასე ვართ, კოცნის გარეშე არ ვიშლებით”, – აღნიშნავდა ნანკა.