ნანკა კალატოზიშვილი: მთელი დღე, ჩემს შვილს ვიღაც რომ ურეკავს არა ქართული ნომრიდან, მე ვარ კიდე გონორზე არაკაცებო?! ყაველ, კიდე მე ვარ გონორზე?!

“მთელი დღე, ჩემს შვილს ვიღაცა, რომ ურეკავს არა ქართული ნომრიდან, მე ვარ კიდე გონორზე არაკაცებო?!” – ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.

“ყაველ, კიდე მე ვარ გონორზე?! აღდგომას კაცი ცემეთ, შვილთან ერთად და სარწმუნოებაზე გველაპარაკებით! მთელი დღე ხალხს ურეკავთ აგინებთ. არც დედა იცით ვინმესი, არც შვილი და ბებია და ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკებით.

მთელი დღე, ჩემს შვილს ვიღაცა, რომ ურეკავს არა ქართული ნომრიდან, მე ვარ კიდე გონორზე არაკაცებო?! მეორე დღეს ხალხს სახლებში, რომ უვარდებით, ჩვენს ოჯახის წევრებს აწიოკებთ, მე ვარ კიდე გონორზე?! ქვეყანას რომ ღალატობთ და იდეისთვის აქციაზე გასვლა არ გაგვიგია, ფულით თუ გავა ადამიანი, აი ამას, რომ თქვენი რუპორები იძახიან, კიდე მე ვარ მოსყიდული და მე ვარ გონორზე?! ხოდა ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანას რომ ეხებიან, გონორზე კი არა, ძალიან გაბრაზება ქვია ამას!

გონორზეაო ეს მოძალადე კაცები ლაპარაკობენ, ქალებს რომ აგინებენ პირდაპირ პარლამენტში და მწვანეს უნთებენ ყველა მოძალადეს!” – წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა