2023 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო პრომეთე რეჟისორებს ნანა ჯორჯაძესა და პედრო კოშტას გადაეცემა.
ნანა ჯორჯაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. გადაღებული აქვს ფილმები შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა, მეტეოიდიოტი, რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა. უკანასკნელისთვის, 1987 წელს კანის კინოფესტივალზე რეჟისორს ოქროს კამერა გადაეცა, შეყვარებული კულინარი კი პირველი ქართული ფილმია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო. თბილისის კინოფესტივალი ჯორჯაძის ახალი ნამუშევრით, პეპლების იძულებითი გადაფრენით გაიხსნება.
პორტუგალიელი რეჟისორი პედრო კოშტა თანამედროვე საავტორო კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. გამორჩეული კინოენის მქონე რეჟისორს გადაღებული აქვს ფილმები Colossal Youth, Horse Money, Vitalina Varela, Ossos. არის კანის, ვენეციის, ლოკარნოს კინოფესტივალების მონაწილე, მიღებული აქვს ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურისთვის. რეჟისორი თბილისში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა პირადი პრობლემების გამო შესაძლოა კოშტა კინოფესტივალს ვერ დაესწორს.
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება.