ნანა ქავთარაშვილი: მოითხოვეთ ყველაფერზე ფასების დაკლება, გააპროტესტეთ

“ხალხო საქართველოში სუპერმარკეტებში როცა პროდუქტებს ვყიდულობ კვირაში მინიმუმ 200-300 ლარს ვიხდი, რასაც იტალიის სუპერმარკეტებში კარფურში ან ესელუნგაში იმის ნახევარ ფასად ვყიდულობთ ამას ყველაფერს.
მაგას რატომ არ აპროტესტებთ❓ ‼️❌
ან კიდევ იტალიის რესტორნებში 20 € შეგიძლია ისადილოთ ორმა კაცმა, თუ ყავას დააყოლებთ 22 €. თევზეულს ან საქონლის სტეიკს თუ მიირთმევთ მაგ შემთხვევაში უფრო მეტს გადაიხდით, მაგ:35-40 € მაქსიმუმ 50 € ორ კაცზე გარნირით, წყალი, ღვინო 🍷 და დესერტით. 🍰🍮🍨
აქ, თბილისის რესტორნებში ყველაფერს ცეცხლი უკიდია. ხელფასები მოგემატათ, თუ ისე გამდიდრდით, რომ პროდუქტები და რესტორნებში სადილობა-ვახშმობაც ევროპულ ფასებზე ძვირი გახდა❓
ხილს კატასტროფული ფასები ადევს. 1 კგ ვაშლი 8 ლარი, ესე იგი თითო ვაშლი 2 ლარი გამოდის. რა ძვირადღირებული ბედნიერება ყოფილა თურმე ვაშლის ჭამა. სხვა ხილზე ხომ აღარ მაქვს საუბარი. 🍏 🍎🍐🍓🥝🫐🍒🍑🍌🍊🍉🍇 💰💰
🚖იანდექს ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი ოპერის თეატრიდან თავისუფლებამდე, ზუსტად ორი გაჩერებაა. საკრებულოსთან ჩამოვედი და 11 ლარი გამომართვა. 😳 ტარიფი გაძვირდაო ასე მიპასუხა. 🚖 💵 💵
⚕ აფთიაქებში წამლებს და დანარჩენ ყველაფერს ცეცხლი უკიდია. 🔥💵💵 პენსიონერებმა რა ქნან, როგორ იყიდონ წამლები? ან იმ მიზერული ხელფასებით როგორ უნდა იარსებოს ხალხმა❓‼️‼️ საქართველოში რომ იცხოვრო და იარსებო მილიონერი უნდა იყო თურმე.💵💵💰💰💰💵
ტურისტებზე თუ არის გათვლილი ასეთი ფასები, მაშ უბრალო მაცხოვრებლებმა როგორ უნდა იხადონ ეს ყველაფერი? მოკვდნენ მშივრები? ყველას კი არ შეუძლია ბიზნესი აწარმოოს ან ივაჭროს… იმიტომაც არის, რომ ყველა გარბის და უკან გამოხედვა აღარ უნდათ. ახალგაზრდები ინსტიტუტებს ამთავრებენ და სამუშაოს ვერ შოულობენ. უპერსპექტივო მომავალი აქვთ. დათრგუნულები ზიან სახლებში მშობლების ანაბარა. ხალხი ისეა დაშინებული ოღონდ მშვიდობა იყოს და ომი არ იყოსო ყველაფერს ეგუებიან. მოითხოვეთ ყველაფერზე ფასების დაკლება, გააპროტესტეთ‼️‼️‼️” – წერს სოციალურ ქსელში საზღვარგარეთ მოღვაწე ოპერის მომღერალი ნანა ქავთარაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს