ნანა ტოხვაძე – ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსები გაიმართება.
როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, საერთო ბრძოლის შედეგად სისტემამ უკან დაიხია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სკოლებს კვალიფიციური კადრები დაუბრუნდნენ.
მისივე თქმით, განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის სკოლების მმართვის დემოკრატიული პრინციპები აუცილებელია.
„ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია. ორი ადამიანის სამართლიანი ბრძოლა, რომლის უკანაც იდგნენ დაჩაგრული, სისტემისგან პოლიტიკური წნეხით დაწუნებული დირექტორები, მათ შანსი ეძლევათ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დაინიშნოს კონკურსები და სამართლიანობის პრინციპით აირჩიონ ის ადამიანები, კვალიფიციური კადრები სკოლებში და არა მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის დანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები.
ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ მაია ეკალაძისა და დათო ფერაძის დაწყებულმა პროტესტმა, ორი კვირა, სუსხსა და სიცივეში, სადღეღამისო რეჟიმში დგომამ, შედეგი გამოიღო და სისტემას უკან დახევა მოუწია. გიორგი ამილახვარმა უკან დაიხია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას. დემოკრატია, სკოლის მმართველობა და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი, თუ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს და განათლების სისტემა გაჯანსაღდეს“, – განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე