ნანა ტოხვაძე – უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს – მთავარია, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს

რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროდასავლური ხელისუფლება განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუკავშირებს:
„უსამართლობის თესვა ბუმერანგივით დაუბრუნდა ამილახვარს! რა არ იკადრა, რას არ მოაწერა ხელი. ვაკის პარკია ტრაგედიიდან დაწყებული „რუსული კანონის“ მხარდაჭერის მედროშეობის ჩათვლით. მასწავლებელთა მოტყუება, პოლიტიკური ნიშნით დირექტორების კონკურსის ჩატარება, საბჭოთა მეთოდით სკოლების მართვა, სასკოლო კვების პროგრამის 5 -წლიანი ტყუილი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. მთავარი ისაა, რომ 26 ოქტომბრიდან პროდასავლური ხელისუფლება გადაიბარებს განათლების ბედს და ევროპული სტანდარტების ხარისხს შესთავაზებს ბაღს, სკოლას, პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა თუ მეცნიერებს”,- განაცხადა ტოხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან