ნანა ტოხვაძე – უმნიშვნელოვანესია დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭირვალე და კონკურენტული კონკურსი

დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტოხვაძის თქმით, სასკოლო განათლება უკუსვლას განიცდის და ამ პირობებში დირექტორთა დანიშვნის ღია და გამჭვირვალე წესის ამოქმედება უმნიშვნელოვანესია.
„დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება სწრაფი რეფორმები ევროინტეგრაციისთვის, განათლების სისტემაში დემოკრატიული, სამართლიანი და ინკლუზიური პრინციპების ამოქმედება, მინისტრი ამილახვარი უსასრულო დუმილს ამჯობინებს.
მაშინ როცა, ყველა კვლევა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს განათლების ხარისხის გაუარესებას, სისტემის უკუსვლას და სასკოლო განათლების შველის საჭიროებას – ამ მოცემულობაში, უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას 3 მთავარი ნაბიჯი სასკოლო განათლებაში:
· დაინიშნოს დირექტორთა შერჩევის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული კონკურსი, რომელიც არ შეიცვლება პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული დაკვეთების შესაბამისად;
· შეიქმნას დირექტორების პროფესიაში შესვლის და დამაგრების ხელშემწყობი მოდელი;
· დაიწყოს შერჩეულ დირექტორთა; მოტივაციისა და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა,რაც მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ სასკოლო განათლების ნგრევის ტენდენცია და დაგვეხმარება სკოლის დონეზე ნებისმიერი ცვლილების წარმატებით დანერგვის მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით