ნანა ტოხვაძე – იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტი, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე, მასწავლებლებს და დირექტორებს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით უნდა შეიცვალოს

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი და მისი მთავრობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ღალატის, კორუფციის და რეგრესიის ფარდობა,- ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ტოხვაძემ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იგივე მეთოდი გამოიყენა განათლებაში, რაც ქვეყნის მართვაში, დაუპირისპირეს და ერთმანეთს წაკიდეს პედაგოგები
„დღევანდელი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საჭირო, სავალდებულო მსჯელობა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი და მისი მთავრობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ღალატის, კორუფციის და რეგრესიის ფარდობა. მათ იგივე მეთოდი გამოიყენეს განათლებაში, რაც ქვეყნის მართვაში, დაუპირისპირეს და ერთმანეთს წაკიდეს პედაგოგები.
იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და დირექტორებს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი