ნანა ტოხვაძე – დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია – მათ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე მასწავლებლები ერთმანეთს დაუპირისპირეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თბილისის სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ოცნებამ“ მასწავლებლები ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქცია.
“დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია. მათ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს,როცა საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ერთმანეთს დაუპირისპირეს მასწავლებლები. სტატუსების, საათების, ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქციეს პედაგოგიური საზოგადოება. კითხვას ვუსვამ ს და მის ქვეშევრდომ გიორგი ამილახვარს- დაპირებული საშუალოდ 500 ლარით და მეტით ხელფასის ზრდა, რამდენ მასწავლებელს შეეხო? წარმოადგინეთ სტატისტიკა, რატომ და როგორ მოატყუეთ მასწავლებლები. სინამდვილეში, ხელისუფლების ამოცანა განათლების ხარისხი კი არა საარჩევნო ხმებია.ამიტომაც დადეს ფსონი რაოდენობრივად ყველაზე დიდ სეგმენტზე 41000 უფროს მასწავლებელზე, ხოლო მაღალი სტატუსისა და მიღწევის მქონე 10 000 მასწავლებელი უცერემონიოდ გაწირეს. ამიტომ გვჭირდება გამარჯვება 26 ოქტომბერს, ამიტომ გვჭირდება ევროპული 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის, ყველა მასწავლებლის შრომა დაფასდეს ღირსეულად”, – განაცხადა ტოხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ