ნანა ტოხვაძე – გაფიცული სტუდენტებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს – საქართველოს დამოუკიდებლობას

მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი [სტუდენტები] გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.
ტოხვაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, რათა მათ განათლებას, დიპლომს და პროფესიონალიზმს თავისუფალ სამყაროში ფასი ჰქონდეს.
„არა მოძრაობა, არამედ ქმედება გაგვიყვანს შედეგზე. მგონი არ დარჩა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც არ შეუერთდა პროტესტს და სტუდენტურ გაფიცვას.
ნუ აგვერევა ერთმანეთში მოძრაობა და ქმედება. გაფიცული სტუდენტების და მათი პროფესორ-მასწავლებლების ეს ქმედება ყველაზე ღირებულია ამ გარდამტეხ მომენტში, რადგან იცავენ მთავარს – საქართველოს დამოუკიდებლობას და თანასწორი წევრობის შანსს ევროკავშირში. მოძალადე ხელისუფლებასთან ამ ღირებულებით ბრძოლაში სწორედ ისინი გაგვიყვანენ საოცნებო ფინალში.
ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რათა ხვალ მათ განათლებას,დიპლომს და პროფესიონალიზმს თავისუფალ სამყაროში ფასი ჰქონდეს“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი ავრცელებს.